logo
ENG



ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის რისკით რამდენიმე პაციენტს აკვირდებიან

13 თებ 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

 

თბილისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის რისკით რამდენიმე პაციენტს აკვირდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ავრცელებს, თუმცა საეჭვო პაციენტების რაოდენობას ვერ აკონკრეტებს.

მიუხედავად იმისა, რომ თამარ გაბუნიას პაციენტების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოში კორონავორუსი არ ფიქსირდება.

„კორონავირუსის შემთხვევა საქართველოში დღევანდელი მონაცმეებით დაფიქსირებული არ არის. პრევენციული ღონისძიებები გრძელდება, რომელიც ითვალისწინებს პაციენტების აქტიურ სკრინინგს სასაზღვრო ზონებში. მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2-3 ადამიანი, ვისაც ჰქონდათ მაღალი სიცხე. ვიდრე არ ჩატარდება შესაბამისი კვლევა და ლაბორატორიულად არ დადასტურდება, რომ მათ კორონავირუსი არ აქვთ, იქამდე ინფექციურში, მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან“, - განაცხადა თამარ გაბუანიამ.

 


close დახურვა