logo
ENG



ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღებას პრობლემები არ შეექმნება

18 ივნ 202017:53
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლებაში რურუას საკითხსა და საკონსტიტუციო ცვლილებები პაკეტის განხილვასთან დაკავშირებით ტოლობის ნიშანს არ სვამენ. 

უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი ჩავარდება, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობის საკითხი იქნება.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ელჩებს ინფორმაცია, არსებული მდგომარეობის შესახებ, თუ რამდენი ხმა არის მობილიზებული საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო. ვფიქრობთ, რომ ამ პროექტის მიღებას პრობლემები არ შეექმნება, რადგან 113 დეპუტატს ამ პროექტის მხარდაჭერა აქვს დადასტურებული. განწყობა არის ოპტიმისტური და ამ პროექტის სრულ მხარდაჭერას ველოდებით. რადიკალური ოპოზიცია არ ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს“, - განცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით შეხვედრაზე კოვიდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, რომლის მიხედვითაც ჩვენი მოქალაქეები დაცული იქნებიან კორონავირუსის გავრცელებისგან.

„დავიწყეთ მუშაობა საპარლამენტო უსაფრთხოების დროს კოვიდ უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით. დღეს შევხვდით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და გავუზიარეთ ჩვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით. ვგეგმავთ კონსულტაციების გამართვას მხარეებთან, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მივიღოთ საბოოლოოდ ისეთი გადწყვეტილება, რომელიც ერთის მხრივ დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს კოვიდ ინფექციის გავრცელებისგან არჩევნების დროს და უზრუნველყოფს საარჩევნო უფლებების სრულ რეალიზებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარისა და ელჩების შეხვედრის მთავარი თემები არჩევნები და საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალიდან იწყებს. არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ, შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებმა კიდევ ერთხელ ილაპარაკეს 8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. 

 


close დახურვა