logo
ENG



ირაკლი შოთაძე - საზოგადოებამ დაინახა, რაოდენ გამჭვირვალედ წარიმართა ეს პროცესი

18 თებ 202016:05
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ხელმეორედ დამტკიცების შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

მან საპროკურორო საბჭოსა და პარლამეტნს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი უწყების გაძლიერება და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება იქნება.

„უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტს და საპროკურორო საბჭოს გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობა ჟურნალისტებს ასეთი აქტიური მონაწილეობისთვის ამ პროცესში. ვფიქრობ, საზოგადოებამ დაინახა, რაოდენ გამჭვირვალედ გაიმართა ეს პროცესი. 2 თვის განმავლობაში, მე გავეცი პასუხი ყველა კითხვას, წარვადგინე ჩემი ხედვა პროკურატურის განვითარების და გაძლიერების მიმართულებით. მე რაც ვისაუბრე ამ გასაუბრების ეტაპზე იქნება ძირითადი მიმართულებები, რაზეც აქტიურად ვაპირებ მუშაობას. ეს იქნება პროკურატურის გაძლიერება, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება, სამართლიანობის აღდგენა, სისხლის სამართლებრივი დევნისა და საპროკურორო ზედამხედველობის გაძლიერება და ასე შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 


close დახურვა