logo
ENG



ირანის ელჩი აცხადებს, რომ ფრენების შეზღუდვით ფერეიდნელებთან კავშირის გაწყვეტის რისკი იმატებს

14 სექ 202611:13
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/14/xxncejjbne8i3ja.png

საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიების მიმართ დაწესებულ ამერიკულ სანქციებთან შეერთებას ირანის ელჩი მორიგი განცხადებით ეხმაურება. დიპლომატის თქმით, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა ცდება მხოლოდ ტურიზმის სფეროს და პრობლემებს ქმნის ჰუმანიტარული თუ სოციალური მიმართულებით.

ელჩის განმარტებით, მიღებულ გადაწყვეტილებას შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს საქართველოს საზოგადოებასა და საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს, კერძოდ კი ფერეიდნელებს შორის არსებულ კავშირებზე. მან ხაზი გაუსვა ფერეიდნელების მიერ 400 წლის განმავლობაში ენისა და იდენტობის შენარჩუნების ფაქტს და აღნიშნა, რომ ფრენების შეზღუდვა ქმნის ამ სოციალური და ადამიანური ურთიერთობების გაწყვეტის რისკს.

აღნიშნულ საკითხზე ირანის საელჩომ პოზიცია 12 სექტემბერსაც დააფიქსირა. მაშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თბილისის ნაბიჯი არის „ქვეყნის არჩევანი, რომელსაც პატივი უნდა ეცეს“, თუმცა ირანის დიპლომატიური წარმომადგენლობის შეფასებით, საქართველოს ეს გადაწყვეტილება „ამერიკის დიდებისთვის“ აქვს მიღებული.


close დახურვა