logo
ENG



ირანში კორონავირუსის პანდემიის გამო მეჩეთების დახურვას აპროტესტებენ

17 მარ 202017:54
3 წუთის საკითხავი
 

ირანში კორონავირუსის პანდემიის გამო მეჩეთების დახურვას აპროტესტებენ. რამდენიმე ქალაქში მორწმუნეებმა სალოცავების წინ ღობეები დაანგრიეს და შენობაში შეიჭრნენ. ანალოგიური ინციდენტები მოხდა ქალაქ ყუმსა და მეშჰედში. საბოლოოდ შიიტი მორწმუნეები ტაძრებიდან პოლიციამ გაყარა. გასული 24 საათის განმავლობაში ირანში კორონავირუსით დაინფიცირების ათას 178 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათი საერთო რაოდენობა კი 16 ათასზე მეტია. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ამ დროისთვის 988-ს აღწევს. პანდემიის გამო ხელისუფლებამ საპატიმროებიდან დროებით 85 ათასი მსჯავრდებული გამოუშვა, მათ შორის პოლიტპატიმრებიც არიან.

 


close დახურვა