logo
ENG



ირინა გაფრინდაშვილი: არავის არ ვუპირისპირდებით და არანაირ პროვოკაციაზე არ მივდივართ

14 დეკ 201913:02
3 წუთის საკითხავი
 
7vhbk0t11pcs41s.jpg

„არავის ჩვენ არ ვუპირისპირდებით და არანაირ პროვოკაციაზე არ მივდივართ, ეგ რომ ყოფილიყო მიზანი, 36 დღე არ დავიცდიდით,“ - ამის შესახებ განცხადებას გატაცებული ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ირინა გაფრინდაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე აკეთებს. მას დედამისის სტატუსი საკუთარ გვერდზე აქვს გაზიარებული, რომელშიც თამილა ლაფანაშვილი სახელმწიფო სტრუქტურებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში თამილა ლაფანაშვილი წერს, რომ რაც უფრო დიდხანს რჩება ვაჟა ტყვეობაში, მით უფრო ნათლად ჩანს, რომ ის ნაბიჯები და მოქმედებები, რომლებიც აქამდე გადადგა სახელმწიფო სტრუქტურებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, არ აღმოჩნდა საკმარისი.

გაფრინდაშვილის მეუღლე პრემიერ მინისტრთან შეხვედრას და უწყებათაშორისი საბჭოს შექმნას ითხოვს, რათა ამ მოქმედებების კოორდინაცია მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე საკუთარ Facebook-გვერდზე 15 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება. კუხიანიძის თქმით, საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვა პროვოკაციული ნაბიჯია და ამით ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება.


close დახურვა