უკრაინის ვიცეპრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუსი ოკუპანტების ტყვეობაში ამ დრომდე 2 500 უკრაინელი რჩება. შესაბამისი განცხადება ვერეშჩუკმა BBC News-თან ინტერვიუში გააკეთა.
როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, რუსებმა ტყვეების ბოლო რამდენიმე გაცვლის დროს უკრაინულ მხარეს სამოქალაქო პირები არ გადასცეს.
"რამდენიმე ათასი ადამიანია. საუბარია 2 500 მოქალაქეზე. ადამიანები რჩებიან ტყვეობაში და ყველაზე ცუდი ის რის, რომ მათი ნაწილი სამოქალაქო პირები არიან. სამოქალაქო პირების გადმოცემა უნდა მოხდეს და არა გაცვლა. მათ შორის ძალიან ბევრი ქალია. იმის გათვალისწინებით, რომ აზოვსტალიდან 131 ქალი გამოიყვანეს, წარმოიდგინეთ, რამდენი ქალია ჯერ კიდევ ტყვეობაში. დააბრუნეს მხოლოდ რამდენიმე მათგანი", - თქვა ვიცეპრემიერმა.