logo
ENG



ირპინის განადგურებული ხიდი, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია განხოციელდა, მემორიალი გახდება

17 აპრ 202201:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/17/4t6p9yw8hfxzzj7.jpeg

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქალაქ ირპინის განადგურებული ხიდი, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდებოდა, მემორიალად გადაიქცევა.

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მზადდება მემორიალური კომპლექსის პროექტი, რომელიც კიევის ოლქში განადგურებული ხიდის ისტორიას მოჰყვება.

"ხიდი ირპინსა და ბუჩას კიევთან აკავშირებდა. ხიდი იქნება მემორიალი და მოჰყვება ისტორიას იმ ხალხის შესახებ, რომლებმაც მისი მეშვეობით თავს უშველეს და რუს ოკუპანტებს კიევში გაექცნენ", - განაცხადა ზელენსკიმ.


close დახურვა