კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების მიუხედავად, კვლავ უცნობია, როდის აღდგება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში. დღეს, 4 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და ასევე, შეეხება ბაღებსა და პროფესიულ სასწავლებლებს.
"ბაღებს პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოყვება. კონკრეტულ თარიღებზე ცალკე განცხადება გაკეთდება მომავალში", - ამბობს განათლების მინისტრი.
8 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნება ბაზრობები, 15 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ რესტორნები ღია სივრცეში, ასევე საკლასო ოთახებში აღდგება სწავლა. შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.