ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა და ხმების გადათვლა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მართავენ.
"მონა, მონა, არა არჩევნების გაყალბებას". - სკანდირებენ ისინი.
ოპოზიცია ითხოვს ხმების გადათვლას იმ უბნებზე, სადაც, მათი თქმით, ბიულეტინები არასწორად დაითვალეს.
პროტესტის და ხმაურის შემდეგ უბანზე ხმების გადათვლა დაიწყო და ეს პროცესიც ხმაურით და კამათით მიმდინარეობს.