logo
ENG



ისრაელი ზავის გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავს

27 ნოე 202312:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/27/ahrc8lyw5u36hbe.jpg

ისრაელი ზავის გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ზავის გახანგრძლივების შემთხვევაში, ჰამასი დღეში 10 ადამიანი გათავისუფლების პირობას დებს.

ჰუმანიტარული პაუზის გახანგრძლივების იმედს გამოთქვამს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც. მან პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს დანარჩენი მძევლების სახლებში დასაბრუნებლად.

ჰუმანიტარული პაუზის მესამე დღეს, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა მძევლების 17 კაციანი ჯგუფი გაათავისუფლეს. მათ შორის 14 ისრაელის, 3 კი ტაილანდის მოქალაქეა. ისრაელის საპატიმრო კი 39 პალესტინელმა დატოვა. აქედან 6 ქალია, 33 კი მოზარდი. ისინი წითელი ჯვრის მანქანებით ღაზიდან ეგვიპტეში გადაიყვანეს.

ოთხ დღიანი ჰუმანიტარული პაუზა დღეს იწურება და უკვე ცნობილია იმ მძევლების და პატიმრების სია, რომელთა გაცვლაც დღეს იგეგმება. ისრაელსა და ჰამასს შორის ზავის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ორივე მხარე ამაზე თანახმაა.


close დახურვა