logo
ENG



ისრაელის თავდაცვაში ამბობენ, რომ შესაძლოა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია აღარ ჩაატარონ

17 ოქტ 202318:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/17/eav25d99qv28wg3.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს, რომ ისრაელის სამხედროები ღაზის სექტორის წინააღმდეგ კამპანიის შემდეგი ეტაპისთვის ემზადებიან, თუმცა აღნიშნავს, რომ გეგმები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს მოსალოდნელ მოლოდინს სახმელეთო შეტევასთან დაკავშირებით.

თავდაცვის ძალების სპიკერი არ გამორიცხავს, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია აღარ ჩაატაროს და აღნიშნავს, რომ "შესაძლოა, რაღაც განსხვავებული იყოს".

"ჩვენ ვემზადებით ომის შემდეგი ეტაპებისთვის. ჩვენ არ გვითქვამს, როგორი იქნება ის. ყველა საუბრობს სახმელეთო შეტევაზე. შეიძლება, რაღაც განსხვავებული იყოს", - აცხადებს რიჩარდ ჰეხტი.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა