logo
ENG



ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებს დაარტყეს

17 ოქტ 202310:16
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებს დაარტყა.

საჰაერო ძალებმა სოციალურ ქსელ X-ზე ვიდეო განათავსეს და განაცხადეს, რომ ესაა პასუხი ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით დარტყმების გამო.

ჰეზბოლა ჰამასის მხარდამჭერია. 

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

სარაკეტო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლები ღაზის სექტორთან მდებარე ებრაულ დასახლებებში შეიჭრნენ. მათ ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობე რამდენიმე ადგილას დააზიანეს დაა ისრაელის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და სასაზღვრო გზებით მოხვდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ჰამასელი ტერორისტები დასახლებებში ხალხს ესროდნენ, აჰყავდათ მძევლები და ღაზაში მიჰყავდათ. სოციალურ ქსელებში ქუჩაში ბრძოლებისა და მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის არაერთი კადრი გავრცელდა. 

ღაზის სექტორთან მიმდინარეობდა მუსიკალური ფესტივალი. ჰამასის მებრძოლები ფესტივალის სტუმრებსაც თავს დაესხნენ, ესროდნენ და გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ. 

ტერორისტული დაჯგუფება მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. ამასთან, დაჯგუფების მაღალჩინოსანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰამასმა "თავის მიზნებს მიაღწია" და "ისრაელთან შესაძლო ზავის განხილვისთვის ღიაა". 

გავრცელებული ცნობებით, ჰამასმა 150-200 ადამიანი დაატყვევა, მათგან არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 


close დახურვა