logo
ENG



ისრაელში ბოლო ერთ წელში მესამე საპარლამენტო არჩევნები ტარდება

03 მარ 202008:54
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიდერობს. ეგზიტპოლების თანახმად, მოქმედი  პრემიერ-მინისტრის პარტია „ლიქუდი" , მთავარი ოპონენტის ბენი განცის პარტიას უმნიშვნვნელოდ უსწრებს და 120-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 37 მანდატს მოიპოვებს.  გამოკითხვის მიხედვით  ბენი განცის პარტიას , „ლურჯი და თეთრი",   პარლამენტში 33 ადგილი ექნება.

წინასწარი მონაცემების მიხედვით ნეთანიაჰუ პრემიერ-მინისტრის პოსტის შენარჩუნებას შეძლებს. მას სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნისა და მთავრობის ფორმირების იმედი აქვს.  ეს ბოლო წლის განმავლობაში ისრაელში ჩატარებული მესამე საპარლამენტო არჩევნებია.


close დახურვა