იტალია უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელშიც სავარაუდოდ, ანტისარაკეტო სისტემები შევა.
როგორც ქვეყნის თავდაცვის მინიტრმა გუიდო კროსეტომ განაცხადა, იტალია მზად არის უკრაინას ყველანაირად გვერდში დაუდგეს, თუმცა დეტალებზე მინისტრს არ უსაუბრია. მისივე თქმით, უკრაინისთვის ანტისარაკეტო სისტემების გადაცემის საკითხს იტალია საფრანგეთთან განიხილავს.
ამ დროისთვის იტალია უკრაინისთვის დახმარების მეექვსე პაკეტზე მუშაობს. მანამდე იტალიამ უკვე გადასცა უკრაინას როგორც ლეტალური, ასევე არალეტალური ტიპის იარაღები და შესაბამისი აღჭურვილობა.