logo
ENG



იტალიაში ტელეფონების ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ეძებენ კიდევ ერთს

14 თებ 202409:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/14/b05dbrnjxs8c75x.jpg

იტალიაში, ტელეფონების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ეძებენ კიდევ ერთ პირს. მათი ცნობით, 29 და 31 წლის ქართველებმა ერთერთი მაღაზიიდან 3 ტელეფონი მოიპარეს. ისინი მაღაზიის დაცვამ იმ დროს დააკავა, როდესაც მოპარულ ტელეფონებს ქურთუკის ჯიბეში მალავდნენ და ადგილის დატოვებას ცდილობდნენ.

დაკავებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდეს.


close დახურვა