იტალიის პრემიერის, ჯორჯია მელონის განცხადებით, იტალია დარწმუნებულია, რომ უკრაინა ევროპულ ოჯახს შეუერთდება.
"ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის მომავალი ჩვენთანაა და უფრო მეტად შეუერთდება ჩვენს ევროპულ ოჯახს. ჩვენ დავეხმარებით [უკრაინას] და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ [ევროკავშირში] გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს", - თქვა იტალიის პრემიერმა.
მელონმა აღნიშნა, რომ იტალია ხედავს იმ უზარმაზარ ძალისხმევას, რომელსაც ომის მიუხედავად, კიევის მთავრობა აკეთებს, რათა რაც შეიძლება მალე მიუახლოვდეს ევროკომისიის მიერ დასახულ მიზნებს.
"ეს ეხება პოლიტიკურ მხარდაჭერას, მაგრამ იტალია ასევე მხარს დაუჭერს უკრაინის კერძო სექტორს და ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას", - აღნიშნა მან.