logo
ENG



იუკნევიჩიენე კობახიძეზე: მომავალ კვირას ალბათ იტყვის, ემიგრაციის გამო, EU-შიც არ გვინდაო

20 თებ 202317:30
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ეხმაურება ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას და ამბობს, რომ არ გაუკვირდება, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მომავალ კვირაში ევროკავშირის წევრობის სურვილზეც უარი თქვას.

ფორმულასთან საუბრისას იუკნევიჩიენემ ისაუბრა ყველა იმ შესაძლებლობაზე, რაც უვიზო რეჟიმს აქვს და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის აუცილებელია ჰყავდეს მეტი ადამიანი, ვისაც ნანახი ექნება ევროპული ქვეყნები.

ევროპარლამენტარის შეფასებით, კობახიძის ეს განცხადება არის არადიპლომატიური და არასწორი. "

"ჩემი პირველი შთაბეჭდილება ასეთი იყო: ეს პიროვნება მომავალ კვირას ალბათ იტყვის, რომ ამ ყველაფრის გამო, ემიგრაციის და იმის გამო, რომ ხალხი ქვეყანას ტოვებს, იქნებ ევროკავშირის წევრობაც არ გვინდაო. პირველი შთაბეჭდილება ასეთი მქონდა.

ჩემს ქვეყანაში ჩვენ გვესმის უვიზო რეჟიმი, ევროკავშირის წევრობა, როგორც მოგზაურობის შესაძლებლობა. განათლებაზე თავისუფალი წვდომის შესაძლებლობა, უცხოეთში სამუშაო ადგილებზე წვდომის თავისუფალი შესაძლებლობა. ჩვენ ამით ვსარგებლობ, ესაა მუშაობის შესაძლებლობა, მოგზაურობის შესაძლებლობა. ევროკავშირი ჩვენი საერთო სახლია. აქ არ არის საუბარი არალეგალურ ემიგრაციაზე. ჩვენ უკეთეს სამსახურებს ვეძებთ. უამრავი ადამიანი უკან ბრუნდება იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების დონე უფრო და უფრო უმჯობესდება - ხალხი ახალი გამოცდილებით, პოლიტიკური კულტურის, ბიზნეს კულტურის ახალი გაგებით.

ჩვენ ვხედავთ სხვაობას მათ შორის, ვინც ცხოვრობს საბჭოთა წარსულის მოგონებებით და მათ შორის, ვისაც აქვს თანამედროვე ევროპული ხედვა, უკეთ ესმით დემოკრატია. საქართველოსთვის აუცილებელია ჰყავდეს მეტი ადამიანი, ვისაც ნანახი ექნება ევროპული ქვეყნები და ხედავდეს სხვაობას, რომ ეს სიძულვილი საქართველოში სულაც არაა ევროპული. ესაა მანიპულაცია.

დრო და დრო ვუყურებ პროპაგანდისტულ არხებს, რომ გავიგო, რას ამბობენ და ისინიც იმავეს აკეთებენ - აჩვენებენ, თითქოს ბალტიის წევრებს ევროკავშირში გაწევრიანება ვერაფრით დაეხმარა და ისინი ახლა შეუმდგარი ქვეყნები არიან. ასე არაა. ჩვენ, ლიეტუველებმა ბევრი გავაკეთეთ, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმის მიღებაში დავხმარებოდით და ასე, რომ ეს ტვიტი არის არადიპლომატიური, არასწორი და არ დაეხმარება ურთიერთნდობის დამსახურებას ჩვენს პოლიტიკოსებს შორის"- თქვა ევროპარლამენტარმა.

დღეს, 20 თებერვალს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავიზო რეჟიმსა და მიგრაციის მაჩვენებლებს შორის მიმართებაზე ისაუბრა

კობახიძის ირწმუნება, რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, საქართველოს 2018-21 წლებში არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა.

საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები საჭიროებს სერიოზულ ყურადღებას და ვინც ქვეყნის დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებაზე რეალურად ზრუნავს, "საქმიანი წინადადებების წარდგენით უნდა იყოს დაკავებული.


close დახურვა