logo
ENG



იუნკევიჩენე: ივანიშვილის პირადი ადვოკატი გენპროკურორი გახდა, შემდეგ კი მოსამართლედ დაინიშნა

21 თებ 202010:37
3 წუთის საკითხავი
 
tsgji8bvtlx013o.jpg

ევროპარლამენტარი რასა იუნკევიჩენე "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება. 

როგორც იუნკევიჩენე ამბობს, უზენაეს სასამართლოში, რომელმაც ოპოზიციონერ ლიდერს განაჩენი გამოუტანა, მოსამართლედ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატი მუშაობს. 

“საქართველოდან ბოლო ახალი ამბავია, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააპატიმრეს. როგორც ოპოზიცია ამბობს და ფაქტები მეტყველებენ ამაზე, უგულავა იგივე ბრალდებით დააკავეს. არ ვიცი იყო თუ არა დანაშაული, არ შევალ დეტალებში, თუმცა მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატი მისივე მმართველობის ქვეშ გენერალური პროკურორი გახდა. ამ დროის განმავლობაში მან ბრალი წარუდგინა ოპოზიციის ლიდერს, მაგრამ არა მარტო უგულავას, არამედ სხვებსაც. ცოტა ხნის წინ ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა და სასამართლოს წინა გადაწყვეტილება შეცვალა. შემაშფოთებელია, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად შეიძლება მეტი სხვადასხვა სახის შეტაკება მოხდეს და საქართველოდან ცუდი ამბები გავიგოთ", - განაცხადა ევროდეპუტატმა

 

 

 


close დახურვა