logo
ENG



იწყება თუ არა პანდემიის მეორე ტალღა საქართველოში

11 ივნ 202020:40
3 წუთის საკითხავი
 

კოვიდინფიცირებულების მატება და დაუდგენელი წყაროები. მედიკოსების ინფიცირების შემთხვევები იზრდება, ახალი კლასტერების კონტაქტები კი სპეციალისტებმა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. 9 ახალი შემთხვევიდან 4 - მედპერსონალია. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკური საავადმყოფო კარანტინის რეჟიმზე არ გადასულა.4 კოვიდდადებითი თანამშრომელი ჰყავს ბოჭორიშვილის კლინიკასაც.

ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მეორე ტალღაზე უკვე ალაპარაკდნენ, უცნობია, დაბრუნდება თუ არა ძალაში ახლახან მოხსნილი შეზღუდვები- ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 831 შემთხვევაა. მთავრობა ვითარებას უკიდურესად საგანგაშოდ აფასებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს დამლაგებელი პირველია, ვისაც კლინიკაში კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. მას პაციენტებთან შეხება არ ქონია, შესაბამისად მისი ინფიცირების წყარო უცნობია.

დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაინფიცირებულ თანამშრომელთა რიცხვი 3-ით გაიზარდა. მათთან კონტაქტში მყოფ ადამიანების ტესტებს უტარებენ. ექიმებისთვის კორონავირუსის დადგენის მიუხედავად, საავადმყოფოში კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდასა და დაუდგენელი წყაროების შესახებ საუბრობენ ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგებიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ვირუსის გავრცელების მეორე ტალღაზე საუბრობენ და მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. უკიდურესად საგანგაშო - ასე აფასებენ მთავრობის წევრები საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ახალ შემთხვევებს.

ახალი კლასტერები და დაუდგენელი წყაროები პრემიერ-მინისტრის თქმით, რისკის შემცველია. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ შეზღუდვების მოხსნა აუცილებელი იყო, თუმცა განგაშის ატეხვის დროა. ბოლო 24 საათში დადასტურებული შემთხვევების დიდ ნაწილთან ეპიდემიოლოგები წყაროს ვერ ადგენენ. ამ დრომდე ელოდებიან ტესტების პასუხებს კომპანია „თეგეტაშიც“, ერთ თანამშრომელს ვირუსი დაუდგინდა, გავრცელებული ინფორმაციით კი სწრაფი ტესტის პასუხებმა 18 სხვა თანამშრომელზეც დადებითი უჩვენა.


close დახურვა