logo
ENG



კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, მამუკა ანდღულაძე ტოვებს

15 მაი 202412:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/fl7jnlf6ql12378.jpg

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი მამუკა ანდღულაძე ტოვებს.

მისი თქმით, როცა მთელი ქვეყანა, საამაყო, დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარე სტუდენტებთან ერთად, რუსულ კანონს აპროტესტებს, მისთვის სრულიად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პოზიცია.

"ლექციების კითხვა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ლექციებზე შესვლა, სტუდენტებთან ახალი თემების განხილვა, დისკუსია და კამათი, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

თუმცა, მაშინ, როცა მთელი ქვეყანა, საამაყო, დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარე სტუდენტებთან ერთად, რუსულ კანონს აპროტესტებს, ჩემთვის სრულიად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პოზიცია. ამ ვითარებაში აღარ შემიძლია დავრჩე ამ უნივერსიტეტის ლექტორად, რაოდენ რთულიც არ იყოს სტუდენტებთან განშორება.

შესაბამისად, ვწყვეტ კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას.
პ.ს. რა თქმა უნდა, მიმდინარე სემესტრში ჩემს ვალდებულებებს პირნათლად შევასრულებ", - წერს ანდღულაძე.

CU ერთ-ერთია იმ 38 უნივერსიტეტს შორის, რომელთა რექტორები ზოგიერთი ლექტორის მიერ პროტესტის ნიშნად ლექციების ჩატარებაზე უარის თქმას "მიუღებლად" მიიჩნევენ. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო, რომ ემიჯნება უნივერსიტეტების საერთო განცხადებას.

გუშინ, 14 მაისს უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა, სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ ის კავკასიის უნივერსიტეტიდან გაუშვეს.

მისი თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა, მიზეზად კი "ბიძინას გინება" დაუსახელა.

ამ განცხადების შემდეგ, CU-ს დატოვების შესახებ დატოვა უნივერსიტეტის კიდევ ერთმა ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ, ასევე, ნინიკო რობაქიძემლევან ბერძენიშვილმადავით ქაშიაშვილმასალომე უგულავამრუსიკო კობახიძემნინო მითაიშვილმაზვიად ქორიძემ და სოფო ზურაბიანმა.


close დახურვა