logo
ENG



კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, რუსიკო კობახიძე ტოვებს

14 მაი 202416:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/z1x3uk2j1zt9o2c.jpg

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი რუსიკო კობახიძე ტოვებს.

"მე, რუსიკო კობახიძე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ვაცხადებ, რომ ვტოვებ უნივერსიტეტს მისი რექტორის პოზიციის გამო, ჩემი უძვირფასესი სტუდენტების მომავლის გამო", - წერს კობახიძე.

დღეს უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა, სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ ის კავკასიის უნივერსიტეტიდან გაუშვეს.

მისი თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა, მიზეზად კი "ბიძინას გინება" დაუსახელა.

ამ განცხადების შემდეგ, CU-ს დატოვების შესახებ დატოვა უნივერსიტეტის კიდევ ერთმა ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ, ასევე, ნინიკო რობაქიძემლევან ბერძენიშვილმადავით ქაშიაშვილმა და სალომე უგულავამ.

CU ერთ-ერთია იმ 38 უნივერსიტეტს შორის, რომელთა რექტორები ზოგიერთი ლექტორის მიერ პროტესტის ნიშნად ლექციების ჩატარებაზე უარის თქმას "მიუღებლად" მიიჩნევენ. 


close დახურვა