logo
ENG



კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, სალომე უგულავა ტოვებს

14 მაი 202415:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/hdeh3ssijc03ffz.png

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი სალომე უგულავა ტოვებს.

მისი თქმით, "დაუშვებელია, დღეს ნათელ მხარეს არ იდგე".

"კავკასიის უნივერსიტეტში პატარა მივედი. ვასწავლი უკვე 6 წელზე მეტია. ყოველთვის მიმეჩქაროდა აუდიტორიაში იმიტომ, რომ საუკეთესო ბავშვები მხვდებოდნენ - სხარტები, ნათელი გონების და სწორი ღირებულებების. უნივერსიტეტი არის ადამიანები და არა შენობა. დაუშვებელია, დღეს ნათელ მხარეს არ იდგე. ამიტომ, ვწყვეტ თანამშრომლობას.

დიდი მადლობა ნინო ჟიჟილაშვილს ამ შესაძლებლობისთვის და შექმნილი თავისუფალი გარემოსთვის. უზომოდ მწყდება გული", - წერს უგულავა.

დღეს უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა, სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ ის კავკასიის უნივერსიტეტიდან გაუშვეს.

მისი თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა, მიზეზად კი "ბიძინას გინება" დაუსახელა.

ამ განცხადების შემდეგ, CU-ს დატოვების შესახებ დატოვა უნივერსიტეტის კიდევ ერთმა ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ, ასევე, ნინიკო რობაქიძემ, ლევან ბერძენიშვილმა და დავით ქაშიაშვილმა.

CU ერთ-ერთია იმ 38 უნივერსიტეტს შორის, რომელთა რექტორები ზოგიერთი ლექტორის მიერ პროტესტის ნიშნად ლექციების ჩატარებაზე უარის თქმას "მიუღებლად" მიიჩნევენ. 


close დახურვა