logo
ENG



კაია კალასი სომხეთში იმყოფება, ის ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა

29 ივნ 202515:39
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/29/2o7grbuc2u4fz3n.png

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სომხეთში იმყოფება.

ის ქვეყნის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.

"მოხარული ვარ, რომ სომხეთში ვარ და შევხვდი პრეზიდენტ ხაჩატურიანს შევხვდი. 

ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავება, ევროკავშირის მხარდაჭერა რეფორმების, მდგრადობისა და კეთილდღეობის მშენებლობაში.

ეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი საკითხია", - წერს ის X-ზე.


close დახურვა