logo
ENG



კაკაბაძე: ქართულ ოცნებას ზიზღის გარდა სხვა მესიჯი ამომრჩევლებისთვის არ გააჩნია

05 აგვ 202000:26
3 წუთის საკითხავი
 
bsm6wk75xae579m.jpg

ნინია კაკაბაძე ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა "პლატფორმაში" ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ზიზღის გარდა სხვა მესიჯი საკუთარი ამომრჩევლებისთვის არ გააჩნია. 

"ქართული ოცნების ამომრჩეველს უნდა შევახსენოთ, რომ, აი, რომ გავიხსენოთ ნაციონალური მოძრაობის პერიოდი, როდესაც ამ ადამიანების უმეტესობა იყო ოპოზიციაში და მაშინ ნაციონალური მოძრაობის კრიტიკაზე და, თუნდაც, ზიზღზე იდგა მთლიანად მათი რიტორიკა. მეტ-ნაკლებად ეს მაშინ ბუნებრივი იყო იმიტომ, რომ შედარებით ძლიერს უპირისპირდები, როდესაც ოპოზიცია ხარ და სუსტი ხარ. 

მაგრამ დღესაც, მთელი ამ 8 წლის განმავლობაში ჯერ ისევ გეგონება, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში კი არ არიან, არამედ ისევ ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში. მთელი ეს 8 წელი და განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიები დგას მთლიანად ნაციონალური მოძრაობის ზიზღზე და მათ კრიტიკაზე.

მე რომ ვიყო ქართული ოცნების ამომრჩეველი, ძალიან შემაწუხებდა, რომ ადამიანების ამ ჯგუფს თავისი მესიჯი არ აქვს. მათი ერთადერთი მესიჯი არის ზიზღი, რომ ნაციონალურ მოძრაობაზე უკეთესი ვარ, ოღონდ რითი არის უკეთესი, ამას, მაინცდამაინც, ვერ ასაბუთებს. ", - თქვა კაკაბაძემ. 

გადაცემა "პლატფორმა" ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ყოველ სამშაბათს, 10:30 სთ-ზე გადის. 

 

 


close დახურვა