logo
ENG



კაკაურიძე:სოფრომაძე, თვეში ერთხელ ბრალს გვდებს, ფრესკო არ დაგვიფინანსებია

12 ივნ 202012:18
3 წუთის საკითხავი
 

ვასილ სოფრომაძის ბრალდებებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. გიორგი კაკაურიძის თქმით, ბიზნესმენის მხრიდან მსგავსი განცხადებები უცხო არაა. რაც შეეხება კონკრეტულად ბრალდებებს, კაკაურიძის განმარტებით, ბიზნესმენის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. 

"ბატონი სოფრომაძე, თვეში ერთხელ გამოცხადდება ხოლმე და ბრალდებებს აკეთებს. ნამდვილად არ ვიცი. კომენტარს ვერ გავაკეთებ. საგადასახადო ორგანოები ამოწმებენ ყველას, ვინც შესამოწმებელია. სადაც შესაბამისი სანქიცებია გასატარებქალი, ატარებენ. შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტული კომპანიის დაფინანსება ბიუეტიდან,  ნახსენები იყო თითქოს"კარფური" დაფინანსთა, მათი კომპანი კი არა, მსგავსი რამ არ მომხდარა. ჩვენ კომპანიები არ დაგვიფინანსებია. სოფლის მეურნეობის ნაწილში რაც იყო დაფინანსება, ეს იყო სასურსათო უსაფრთხოების იმპორტისას, ვინც იმპროტს ახორციელებდა და ეს არ იყო არც "კარფური" და არც კონკრეტული სავაჭრო ქსელი",-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე ფინანსთა მინისტრს  "ფრესკოს" წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს.


close დახურვა