თბილისის მერს, კახა კალაძეს ჟურნალისტებმა გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრის ანა ლიურმანის განცხადების შეფასება სთხოვეს, რაზეც კალაძემ ჯერ თქვა, რომ არ იცოდა, ვინ იყო გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი, შემდეგ კი მას "კუბილიუსი კაბაში" უწოდა.
გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ანა ლიურმანმა ევროკავშირის მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაბრკოლებას უქმნის ევროკავშირისკენ გზას.
"ვინ არის ეს? ვისზე საუბრობთ? სახელი და გვარი აქვს ამ ადამიანს?.. ვერ მივხვდი? მაინტერესებს ვინ არის და გეტყოდით"- თქვა კალაძემ.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ანა ლიურმანის სახელი, გვარი და რეგალია დაუზუსტა, კალაძემ თქვა:
"დღეს ქართველ ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მათთვის სამწუხარო რეალობა. ამ ტიპის განცხადება უამრავი გვაქვს მოსმენილი და ზირო. ნულის ფასი, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს. არ ვიცი, ვინ არის ეგ ქალბატონი, ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში. ეს არის დღევანდელი ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ"- აღნიშნა კალაძემ.