logo
ENG



კალაძე კრიტიკულ მედიებს: მონობას დაანებეთ თავი

07 ოქტ 202416:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/07/i32lcu6whtwlxwh.jpg

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება კრიტიკული მედიების გადაწყვეტილებას, არ გაუშვან ეთერში ქართული ოცნების საარჩევნო ვიდეო რგოლი, სადაც მმართველი პარტია საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას აგრძელებს.

კალაძე მედიების ამ გადაწყვეტილებას "მონობას" უწოდებს და ამტკიცებს, რომ ვიდეორგოლის არგაშვებას უნდა ჰქონდეს "საფუძველი და არგუმენტები".

"საარჩევნო კამპანიის დროს კონკრეტულ ვიდეორგოლს, რომელსაც არ უშვებს ტელევიზია, ამას სჭირდება საფუძველი, კონკრეტული არგუმენტები და არა - ევროკავშირის ელჩის გამოსვლა და განცხადება "უიმე, რა ცუდია, მე არ მომწონს". ეს არის სწორი დამოკიდებულება? ამიტომ გეუბნებით, მონობას დაანებეთ თავი, იყავით ღირსეულები. თქვენ თქვენს თავზე არ მიიღოთ ახლა, იცით ჩემი დამოკიდებულება თქვენდამი. ზოგად კონტექსტში ვამბობ, რომ მონობა კატეგორიულად მიუღებელია"- თქვა კალაძემ.

***

ქართული ოცნების ახალ ბანერებზე, რომელიც ქუჩებში 26 სექტემბერს გამოჩნდა, ასახულია უკრაინის დაბომბილი ეკლესია, მარიუპოლის განადგურებული თეატრი, ასევე მიწასთან გასწორებული ქალაქი - წარწერით "არა ომს", შედარებისთვის კი საქართველოს სხვადასხვა ლოკაცია წარწერით - "აირჩია მშვიდობა". ბანერები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე დაამონტაჟეს.

მმართველმა პარტიამ იგივე ბანერები გამოიყენა საარჩევნო ვიდეორგოლში, რომლის ეთერში გაშვებაზეც უარი თქვეს ფორმულამ, ტვ პირველმა და მთავარმა არხმა. 

ტელეკომპანიების განცხადება სრულად.


close დახურვა