კალიფორნიის დისნეილენდი ივლისში გაიხსნება. ოთხთვიანი პაუზის შემდეგ პარკი დამთვალიერებლებს და გართობის მოყვარულებს პირველად სავარაუდოდ 17 ივლისს უმასპინძლებს.
კომპანიის განცხადებით, ვიზიტორების რაოდენობა შეზღუდული იქნება, ხოლო პარკის მონახულებისთვის წინასწარ ონლაინ რეგისტრაცია იქნება საჭირო. გასართობი პროგრამიდამ ამოღებულია თემატური აღლუმები და ღამის სანახაობები. კალიფორნიის დისნეილენდი კორონავირუსის პანდემიის გამო 17 მარტს დაიკეტა.