კამერუნში, გაძლიერებული დაცვის საპატიმროში, ხანძარი გაჩნდა. მძიმე დამწვრობა მიიღო რამდენიმე პატიმარმა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ხანძრის ლოკალიზება მეხანძრეებმა მალევე შეძლეს. დროულად განხორციელდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ადამიანების ევაკუაციაც. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია.
ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების აცხადებენ, რომ კამერუნის რესპუბლიკაში საპატიმროები გადატვირთულია, რის გამოც ბრალდებულებს არაერთი სირთულის გამკლავება უწევთ.