logo
ENG



კანადამ ალინა კაბაევას სანქციები დაუწესა

01 ივნ 202208:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/01/zqr6l45metosmvz.jpg

კანადამ სანქციები დაუწესა რუსულ 4 კომპანიასა და რუსეთის 22 მოქალაქეს, რომელთა შორის არის ალინა კაბაევა. ყოფილი ტანმოვარჯიშე მრავალი წელია პუტინის პარტნიორია, არსებობს ვარაუდი, რომ მათ სამი შვილი ჰყავთ.

სანქცირებულთა სიაში არიან ალფა-ჯგუფის მფლობელისა და მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის ორი ქალიშვილი, ნოვიკომბანკის ბორდის თავმჯდომარე ელენა გეორგიევა და სხვები.

20 მაისს კანადამ სანქციები რუსეთის 14 მოქალაქეს დაუწესა. მათ შორის იყვნენ რუსი ოლიგარქები, პუტინის გარემოცვის წევრები და მათი ოჯახები.

მაისში ალინა კაბაევას სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა. არსებობს ვარაუდი, რომ პუტინი თავის აქტივებს სწორედ გარემოცვის დახმარებით მალავს.


close დახურვა