logo
ENG



კანონპროექტის ინიცირება მოხდება 11 მარტს - ირაკლი კობახიძე

08 მარ 202016:24
3 წუთის საკითხავი
 
b84x38qaub636qe.jpg

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირება ოთხშაბათს, 11 მარტს მოხდება - როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე განმარტავს, გარკვეული პროცედურებია საჭირო კანონპროექტის მოსამზადებლად.

ირაკლი კობახიძე ასევე აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი მოიცავს კონკრეტულ პროცედურებს და მმართველი პარტია ამ საკითხს ვერ შეეხება. მისი განმარტებით, მსგავსი განცხადებები იქნება პროკურატურაზე ზეწოლის ფაქტი, რაც სამართლებრივად გაუმართლებელია.

„სისხლის სამართლის საქმეების განხილვას აქვს თავისი პროცედურები. თავისი პროცედურები აქვს პრეზიდენტის მიერ შეწყალებასაც - ამაზე კონსულტაციები არ ყოფილა. გამოძიება და აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა - ჩვენ ვერ გამოვავლენთ რაიმე პოლიტიკურ ნებას, ასეთი განცხადება იქნება პოლიტიკური ზეწოლა არაპოლიტიკურ ორგანოებზე. ოპოზიცია სვამდა ამ საკითხს, მაგრამ ამ ფორმით არანაირი ჩანაწერი არ ყოფილა. კანონპროექტი სავარაუდოდ ინიცირებული იქნება ოთხშაბათს, დასაზუსტებელია რაღაც საკითხები. თუმცა შესაძლებელია, რომ უფრო ადრეც მოხდეს შეთანხმება", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის არჩევნები 120-30 პროპორციით ჩატარდება, ასევე, შეთანხმება შედგა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზეც.


close დახურვა