სახელმწიფოს გარანტირებული უსაფრთხოებისთვის ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს. მათი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები არ იცვლება. ეს სივრცე უზრუნველყოფს მშვიდობას, შეგახსენებთ რომ ევროკავშირის და ნატოს ტერიტორიაზე ომი მათი შექმნის დღიდან აღარ ყოფილა. აი, ქართული ოცნება კი ზუსტად ისე უწყობს საბოტაჟს სახელმწიფოს თავდაცვას და უსაფრთხოებას, როგორც სტატუსის მიღებას უშლიდა ხელს. დროება აგრძელებს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის ანალიზს. ხვალ ღარიბაშვილი მიღწევებით იტრაბახებს, ჩვენ კი გასულ კვირას გაჩვენეთ, როგორ აპირებს 2024 წელს მისივე მთავრობა თავდაცვის დაფინანსებას - ისევ ვერ უზრუნველყოფს ნატოს მინიმალურ სტანდარტს, ანუ მშპ-ს 2%-ს, არსებული ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს ისევ სოციალურ პაკეტზე ხარჯავს და ისევ მინიმალური თანხაა გამოყოფილი თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად. დღეს კი ბიუჯეტს და შესაძლებლობებს რეგიონის ჭრილში განვიხილავთ. სამწუხაროდ ამ კუთხით საამაყო თითქმის არაფერი გვაქვს. დროებისანალიზი ფაქტებსა და ციფრებზე დაყრდნობით.
კაპიტულანტური თავდაცვა - დროება
17 დეკ 202320:24
3 წუთის საკითხავი