logo
ENG



კარასინთან საზღვრის ჩაკეტვაზე საუბარი გახარიას დავალებით გაიმართა - ზურაბ აბაშიძე

15 მარ 202020:16
3 წუთის საკითხავი
 

ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ გრიგორი კარასინთან საუბარი გიორგი გახარიას დავალებით გაიმართა. როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ამბობს, კორონავირუსის საფრთხის გამო შედგა გზის ჩაკეტვის შეთანხმება.

„პრემიერის დავალებით შედგა საუბარი კარასინთან. კორონავირუსის საფრთხის გათვალისწინებით განხილული იქნა საკითხი გადაადგილების შეჩერების შესახებ. გასაგები მიზეზების გამო, არ ვიცით, რამდენი ხნით. გადაიდო ჩვენი შეხვედრაც, რომელიც უნდა ჩატარებულიყო 20 მარტს პრაღაში", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დღის პირველ ნახევარში ოფიციალურ პირებს საზღვრის ჩაკეტვა მიზანშეწონილად არ მიაჩნდათ, გადაწყვეტილება, მხოლოდ დღის ბოლოს გრიგორი კარასინთან კონსულტაციის შემდეგ გამოცხადდა. 

რუსი ტურისტები აცხადებენ, რომ მათთვის საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია არ იყო ცნობილი.

ქართველი მესაზღვრეები კი ელოდებიან ოფიციალურ განკარგულებას და სავარაუდოდ, დღეს, ღამის 12საათიდან პუნქტი ჩაიკეტება.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში 59 შემთხვევაა - თუმცა რუსეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ 20 ათასს აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობა.


close დახურვა