logo
ENG



კასპის მუნიციპალიტეტში მამაკაცი ვენახში დაიწვა

24 თებ 202022:22
3 წუთის საკითხავი
 
6tx94igzlhcc2d7.jpg

კასპის მუნიციპალიტეტ, სოფელ დოესში 60-წლამდე მამაკაცი ვენახში დაიწვა. შემთხვევა მაშინ მოხდა როდესაც მამაკაცი ბაღს ასუფთავებდა, გავრცელებული ინფორმაციით ის სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ადგილზე მისულ მეხანძრე მაშველებს ცეცხლი ჩამქრალი დახვდათ.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 


close დახურვა