logo
ENG



კასპის საკრებულოში ენმ-ს ფრაქცია 8-დან 6-მა წევრმა დატოვა

07 დეკ 202318:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/07/m4oh14xzs4pflen.jpg

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია 8-დან 6-მა წევრმა დატოვა. როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, პარტიიდან რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობაც წავიდა.

"ჩვენ არ ვაპირებთ მანდატების დატოვებას, ეს ასხამს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყალს, ვინაიდან საკრებულოში აღარ იარსებებს ოპოზიციური ფრაქცია. მანდატები არ მოგვიპოვებია და არ მოუცია არც ლევან ხაბეიშვილს და არც პარტიის მენეჯმენტში მყოფ ადამიანებს. ჩვენ ვართ ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ არჩეულები, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, გავაგრძელოთ ის პოლიტიკური, ოპოზიციური ბრძოლა, მათი კეთილდღეობის და ყოველდღიური საცხოვრისის გაუმჯობესებისთვის", - განაცხადა ბრიფინგზე გიორგი შარიფაშვილმა.

უკვე რამდენიმე დღეა მუნიციპალიტეტებსა და რაიონულ ორგანიზაციებში ნაციონლური მოძრაობას წევრები ტოვებენ. 

ზუგდიდის საკრებულოში ენმ 14-მა ადამიანმა დატოვა - მათ შორისაა ფრაქციის თავმჯდომარე, აპარატის სამი თანამშრომელი და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი. პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა ჭიათურის საკრებულოს 5-მა დეპუტატმა. 

ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს 13-დან 7-მა წევრმა მიიღო.


close დახურვა