საკრებულოს ოპოზიციის ბრალდებებს დედაქალაქის მერიაში უპასუხეს. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მას ინფორმაცია არ აქვს კომპანია "ლაგი 21-ის" შესახებ. მისთვის ასევე უცნობია, კონკრეტულად საიდან შემოდის მიწა დედაქალაქში. ის მოთხოვს წერილობით მიმართოს მედიამ მერიას და ამის შემდეგ უწყება შეისწავლის დეტალებს.
"არ ვიცი, ვერ გეტყვით კონკრეტულ ფაქტს. შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და გაარკვევენ",-აცხადებს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის მერს კახა კალაძე კორუფციაში დაანაშაულა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ნადირაძის თქმით დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მერიის თანამშრომლების ნათესავები ახორციელებენ და ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებენ.