მსახიობი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ ფორმულას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
რატიანის თქმით, მსახიობს ორშაბათს, 6 დეკემბერს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და დადებითი დინამიკის შემთხვევაში მას პალატაში გადაიყვანენ.
კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს, 29 ნოემბერს მსახიობს კორონავირუსი დაუდასტურდა.