საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს ოპოზიციური პარტიების ლიდერები გასაცნობად და საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე სასაუბროდ შეხვდნენ. შეხვედრისას კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა ყველა მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას, მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსა და ფართო საარჩევნო რეფორმის პროცესში ეუთო/ოდირის რეკომენდაციის გათვალისწინებას.