logo
ENG



კემერონი: დასავლეთს უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისი არ გაუკეთებია

26 თებ 202411:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/26/1ix90452s6it140.jpg

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კემერონის განცხადებით, დასავლეთს უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისი არ გაუკეთებია.

"ბევრი დადებითი ცვლილებაა, მაგრამ გავაკეთეთ თუ არა საკმარისი ერთად? არა. უკრაინას არ აქვს საკმარისი ჭურვები. უკრაინას შეერთებული შტატების მხარდაჭერა სჭირდება. უკრაინას სჭირდება მეტი დაფინანსება, ისევე როგორც იარაღი.

ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ნათქვამია ერთგული, ჩვენ ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, გვჯერა უკრაინელების. მაშინ ეს უნდა დავამტკიცოთ იარაღით, ფულით, დიპლომატიური, სამხედრო და მორალური მხარდაჭერით", - ამბობს კემერონი.

უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა