logo
ENG



კემერონი: თუ დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას უკრაინაში, შემდეგი სხვა იქნება

08 დეკ 202316:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/08/pend99zaqchtsq6.jpg

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დეივიდ კემერონი დასავლეთს ვლადიმერ პუტინის მხრიდან მომდინარე საფრთხის შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს და უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

კემერონი ვაშინგტონში იმყოფება. მან შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართა და მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოების კონფერენციაში. სიტყვით გამოსვლისას მან გაიხსენა 2008 წლის ომი და ვიზიტი საქართველოში.

"ვიდექი თბილისში 2008 წელს, როდესაც მან [პუტინმა] ამ ქვეყნის ნაწილი დაიპყრო და ვაფრთხილებდი ყველას, რომ განმეორდებოდა და ახლა ეს ხდება უკრაინაში. თუ დავუშვებთ მის გამარჯვებას უკრაინაში, შემდეგი სხვა იქნება და მხოლოდ ამერიკული ფული კი არ დადგება რისკის წინაშე, არამედ ეს შეიძლება იყოს NATO-ს წევრი ქვეყანა და ამერიკელების სიცოცხლე.

ვაპირებთ ვაღიაროთ, რომ ევროპული უსაფრთხოება ასევე არის ამერიკული უსაფრთხოება. ესაა ჩვენი თაობისთვის დიდი გამოცდა და უნდა ვიყოთ ერთიანები ამ საკითხში, უნდა გადავცეთ ფული უკრაინელებს და დავრწმუნდეთ, რომ პუტინია, ვინც მარცხდება", - ამბობს კემერონი.


close დახურვა