logo
ENG



კენიის პარლამენტში ივანიშვილის ბაობაბების საქმეზე გამოძიება დაიწყეს

11 აპრ 202310:07
3 წუთის საკითხავი
 

პროცესის გაუმჭვირვალობისა და სავარაუდო კორუფციის გამო კენიის ეროვნული ასამბლეის გარემოს დაცვის, სატყეო და სამთო კომიტეტის წევრებმა ბიძინა ივანიშვილისთვის ბაობაბების მიყიდვის საქმეზე გამოძიება დაიწყეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ მიზნით, ასამბლეის წევრებმა უკვე დაიბარეს გარემოს მართვის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა ინსპექტირების სამსახურის და კენიის სატყეო სამსახურის წარმომადგენლები.

მედია წერს, რომ კანონმდებლები სავარაუდო კორუფციაზე საუბრობენ და მიუთითებენ პროცედურულ დარღვევებზეც, თუმცა საქმეში მონაწილე ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ხეები არ არის გადაშენების პირას მყოფი სახეობა და, შესაბამისად, მათი ვაჭრობა შესაძლებელია.

მედიის განცხადებით, გარემოს დაცვის კომიტეტზე ითქვა, რომ პროცესში ჩართული სახელმწიფო სააგენტოები ცდილობენ, დეტალები დამალონ და უკანონობა მიჩქმალონ. მათივე განცხადებით, სააგენტოებმა არ დაიცვეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებამდე ხელისუფლებამ მოლაპარაკება ადგილობრივებთან უნდა აწარმოოს და პროცესში მათი რჩევები და წუხილები გაითვალისწინოს.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც პროცედურები დაარღვია და ინფორმაციის დამალვას ცდილობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბაობაბებს კენიის ტერიტორია ჯერ არ დაუტოვებიათ.


close დახურვა