logo
ENG



კერძო სტრუქტურებს ეძლევა რეკომენდაცია გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე - გახარია

12 მარ 202010:43
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებს რეკომენდაციით მიმართავს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ.

შესაბამისი რეკომენდაცია პრემიერის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაჟღერდა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია დისტანციურმა მუშაობამ მთავრობის ეფექტურობას არ შეუშალოს ხელი. 

„საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში, გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი. ასეთი რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას”, - განაცხადა გახარიამ.


close დახურვა