სავაჭრო სამრეწველო პალატის კვლევის თანახმად, კომპანიების 43%-მა დასაქმებულებს ხელფასი უკვე შეუმცირა, დასაქმებულების 20% სრულად ან ნაწილობრივ უხელფასო შვებულებაში იმყოფება, ხელფასების შენარჩუნება თანამშრომლებისთვის მხოლოდ 32%-მა შეძლო.
კიდევ ერთი გამოკითხვა აჩვენებს, რომ შინამეურნეობების საშუალო შემოსავალი კრიზისის დროს განახევრდა - მონაცემებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი აქვეყნებს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ რეალური სურათი კიდევ უფრო მწვავეა და მოსახლეობას უმძიმესი შემოდგომა ელის, მიზეზი კი ანტიკრიზისული გეგმის არაეფექტიანობაა.