logo
ENG



კვლევა: საქართველოში 1.2-1.3 მილიონი დასაქმებული ადამიანი დისტანციურ მუშაობას ვერ შეძლებს

10 აპრ 202012:39
3 წუთის საკითხავი
 
7f6fgt1wamo1745.png

ეკონომისტებმა ირაკლი ყიფიანმა და დურუ მახარაძემ კორონავურსთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარეს. აღნიშნული ამერიკის ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს (NBER) კვლევაზეა დაფუძნებული და ითვლის, რამდენ ადამიანს შეუძლია სახლიდან მუშაობა.

უფრო ზუსტად, კვლევის შედეგების მიხედვით, 1.2-1.3 მილიონი დასაქმებული ადამიანი, კრიზისის პერიოდში, ვერ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას დისტანციური რეჟიმით, რაც პირდაპირ აისახება მათ შემოსავალზე (გათვალისწინებულია თვითდასაქმებულიც წილი ეკონომიკაში). 

"სექტორების მიხედვით კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმებულთა მხოლოდ 24%-28%-ს შეუძლია
დისტანციურად მუშაობა",-აღნიშნულია დოკუმენტში. 

მთლიანი დასაქმება

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის 48%-ს არ აქვს სახლში ინტერნეტი

"სოფლად მცხოვრები მოსახლეობის - 74%-ს, ხოლო ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის - 24%-ს არ აქვს სახლში ინტერნეტი",-აღნიშნულია კვლევაში.

ოჯახები

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა 52% მუშაობს ისეთ სექტორებში, სადაც მხოლოდ 20%-ზე ნაკლებს შეუძლია დისტანცირებული მუშაობა. ყველაზე მეტად ზარალდება შემდეგი სექტორები:

  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 5%
  • სასტუმროები და რესტორნები - 3%
  • მშენებლობა - 14%
  • ტრანსპორტირება და დასაწყობება - 14%.

close დახურვა