ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ახალი კველვის შედეგებს აქვეყნებს. რა იცის საზოგადოებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისა და სასამართლო სისტემის ინსტიტუტების შესახებ? 5-დან 11 სექტემბრამდე ჩატარებული სატელეფონო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა გაყოფილია სასამართლო ინსტიტუტების მიმართ ნდობის კუთხით, დიდ ნაწილს არ სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ, არ ენდობა მას და ასევე უმეტესად არ სმენია შერჩეული კანდიდატების შესახებ.
გამოკითხულთა 54 პროცენტს სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შესახებ. თუმცა, მათი დამოკიდებულება უარყოფითისკენ იხრება. მათი ნახევარზე მეტი ამ პროცესს არ ენდობა.
სატელეფონო გამოკითხვაში რესპონდენტებს სთხოვეს, გაეზიარებინათ პირველი ასოციაცია, რაც ახსენდებოდათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. საინტერესოა, რომ უმრავლესობამ (64%) არანაირი ასოციაცია არ დაასახელა - კითხვაზე მათი პასუხი იყო „არ ვიცი". დასახელებულ პასუხებში ფიგურირებდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი და ნეიტრალური ასოციაციები. თუმცა, უარყოფითი ასოციაციები სჭარბობდა. საერთო ჯამში, რესპონდენტთა 20-მა პროცენტმა დაასახელა უარყოფითი ასოციაცია, ხოლო პასუხების 10% ნეიტრალური იყო. სამი ყველაზე ხშირად დასახელებული ასოციაცია იყო: „მოსამართლეები უვადოდ არ უნდა ინიშნებოდნენ" (6%), „დაუცველობა" (3%) და „უნდობლობა"