logo
ENG



კიბერშეტევა შესაძლოა განხორციელებული იყოს ქვეყნის შიგნიდან ან რომელიმე უცხო ქვეყნიდან - შსს

29 ოქტ 201920:06
3 წუთის საკითხავი
 
qjvyr77zc2f6ywr.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, გუშინ მომხდარი კიბერშეტევა შესაძლოა განხორციელებულიყო როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან. სამინისტროში ამბობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და უკვე გამოიკითხა რამდენიმე პირი. გამოძიება ვებ-გვერდებზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების შეცვლის მუხლით მიმდინარეობს.

ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევა 2008 წლის შემდეგ - ასე აფასებენ სპეციალისტები გუშინ მომხდარ მასშტაბურ შეტევას და ვერსიებს უკვე აქტიურად განიხილავენ. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები რუსეთის შესაძლო ჩარევაზე ლაპარაკობენ, რადგან სწორედ მას განიხილავენ ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ. ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა თავდასხმა რუსეთში ექსტრადირებული  ჰაკერის  სუმბაევის გამო მისი კოლეგების მხრიდან შურისძიებასაც უკავშირდებოდეს. 

სპეციასლიტები ამბობენ, რომ თავდასხმამ აჩვენა, რამდენად დაუცველია საქართველოს კიბერსივრცე, მათ შორის სახელმწიფო უწყებების ვებგვერდები, სადაც შესაძლო სტრატეგიული მნიშვნელობის და პირადი ინფორმაცია ინახებოდეს. 

მომხდარზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირების შეფასება უჭირთ ოპოზიციის წარმომადგენლებს. უმრავლესობაში კიბერთავდასხმას მწვავედ არ აღიქვამენ. დეპუტატები გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

2000-მდე ვებ-გვერდი გუშინ გაითიშა და ძირითადი სამიზნე სამოქალაქო სექტორი და მედია იყო. არსებობს ეჭვი, რომ ამოღებულია პერსონალური მონაცემები. გატეხილ საიტებზე მესამე პრეზიდენტის ფოტო გაჩნდა წარწერით „მე დავბრუნდები“.  


close დახურვა