logo
ENG



კიევი პანიკის გარეშე - დროება

23 ოქტ 202220:22
3 წუთის საკითხავი
 

როგორ მოიქცევით თუ საჰაერო განგაშის სირენას გაიგებთ? როგორ მოიქცევით თუ თქვენს ქალაქზე კამიკაძე დრონების თავდასხმა მოხდება? როგორ მოიქცევით თუ აფეთქების უბანში მაღაზია გაქვთ? შეძლებთ პანიკის გარეშე გააგრძელოთ ცხოვრება? შეძლებთ თქვენი საქმე ჩვეულ რეჟიმში აკეთოთ? ცხადია სურათი განსხვავებული იყო 9 თვის წინ, მასშტაბური და თავხედური თავდასხმის საწყის ფაზაში. თუ გაინტერესებთ ახლა რა პასუხს სცემენ ამ კითხვებზე კიეველები, დროების რეპორტაჟი თქვენთვისაა. უკრაინელები, ყოველდღე საკუთარი ქცევით პასუხობენ ამ კითხვებს და არა თეორიულად. ეს რეპორტაჟი დროებამ კიევში ყოფნისას, მორიგი საჰაერო თავდასხმის პარალელურად მოამზადა. როგორია კიეველების ყოველდღიური ცხოვრება, ერთი, საკმაოდ კრიტიკული დღის მაგალითზე. დროება მყოფი სახელმწიფოს დედაქალაქიდან.


close დახურვა