როგორ გადაწყდა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხი. კრემლს თბილისიდან ერთადერთი ოფიციალური ხაზი არ გამოუყენებია, ეს თავად კარასინმაც დაადასტურა. ოპოზიციას რამდენიმე ვერსია აქვს, ბიძინა ივანიშვილთან ეფ-ეს-ბე-დან დავალებები კონკრეტული პირების დახმარებით მოდის. დეპუტატები მთავრობას კუთხით პარლამენტში იბარებენ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართველი პუტინისტები, რომლებიც ფრენის აღდგენას საკუთარ დამსახურებად მიიწერენ, მხოლოდ ფასადია და რომ ოკუპანტებთან კოლაბორაციის საკითხი სხვა დონეზე წყდება. ამ ფონზე საქართველოს სანქციების საფრთხეზე ვაშინგტონიდან კიდევ ერთხელ აფრთხილებენ.
კითხვები რუსეთთან ივანიშვილის მთავრობის ფარულ მოლაპარაკებებზე
23 მაი 202320:02
3 წუთის საკითხავი