logo
ENG



კილაძე: კაწროს მიერ დნმ-ის ჩაბარება მორიგი ბლეფია

01 აგვ 202020:30
3 წუთის საკითხავი
clock 535

„ქრონიკა პლუსის" რედაქტორი ავთო ბილანიშვილის მიერ შაქარაშვილის საქმეზე დნმ-ის ჩაბარებას პიარსა და მორიგ ბლეფს უწოდებს.

როგორც კილაძე განმარტავს, საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, ბილანიშვილის დნმ არ არის კავშირში იმასთან, რასაც მას ედავებიან.

„ავთო ბილანიშვილის, იგივე კაწროს, მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დნმ-ის ჩაბარება არის მორიგი პიარი და აბსოლუტური ბლეფი. საქმეში არსებული მასალების და ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ჩვენ მას არ ვედავებით იმას, რომ კაწრო იმყოფებოდა ნარეკვავში, მან მოკლა გიორგი შაქარაშვილი, ან განახორციელა დევნა, ან ფიზიკურად მონაწილეობდა რაიმე ინციდენტში. ჩვენ ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე კაწროს, ვედავებით იმას, რომ მან შექმნა ნახალოვკის ზონდერბრიგადა. ჩამოთვლილ ბრალდებებთან რა კავშირშია დნმ, ჩემთვის არის გაუგებარი, დნმ-ის ზღაპრები კაწრომ და მისმა ადვოკატმა მოუყვეს იმას, ვინც ამას დაიჯერებს“, - აცხადებს კილაძე.

შეგახსენებთ, ავთანდილ ბილანიშვილმა, მეტსახელად კაწრომ, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით არის გამოკითხული, დნმ-ის ნიმუში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნებაყოფლობით ჩააბარა.


close დახურვა